| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარმატებული შემოქმედებითი დღეები აქვთ.
სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის აღსაზრდელები ბათუმში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუდიამ წარმატებით დაძლია ფესტივალის პირველი ეტაპი და მეორე ტურში გადავიდა. სტუდიას გოჩა ხურციძე ხელმძღვანელობს.
წარმატებული საკონცერტო ნომერით წარსდგა სკოლის სიმღერის გუნდი საქალაქო შემოქმედებით ოლიმპიადაზე. ოლიმპიადა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. გუნდმა ხალხური სიმებიანი საკრავების თანხლებით სიმღერა - „სალაღობო“ შეასრულა. გუნდს ნანა ჭირაქაძე ხელმძღვანელობს.
სკოლის დირექცია ქორეოგრაფიული სტუდიის და სიმღერის გუნდის წევრებს და მათ ხელმძღვანელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო