| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებას სთავაზობენ და ბავშვებს ლიტერატურისადმი სიყვარულს უღვივებენ.
ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში, ლიტერატურულ კლუბ „მწიგნობარში“ ნანა ბეროზაშვილის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად, მორიგი აქტივობა განხორციელდა.
მოსწავლეები ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას გაეცნენ. მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, ნაწარმოების - „ჩხიკვთა ქორწილი“ მიხედვით, დასკვნითი, შემეცნებითი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ ღონისძიებაზე შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი მანანა აღაჯანოვი და ბიბლიოთეკარი ნინო ქიმერიძე მიიწვიეს.
ლიტერატურულ კლუბთან აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნაზიბროლა ორაშვილი და ხელოვნების მასწავლებელი - ლალი ხვედელიძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებს.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“