| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ,,გუჯას“ მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ლეჩხუმის ეთნოგრაფიას გაეცნენ, ,,გუჯას“ მუზეუმში კი ლეჩხუმის საამაყო შვილები გაიცნეს, მათი ისტორიები წაიკითხეს და ლეჩხუმური ღვინო - ,,უსახელაური“ დააგემოვნეს.
„მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა მშობლიური კუთხის ისტორიიის შესახებ. შეექმნათ წარმოდგენა მუზეუმში გამოფენილ მნიშვნელოვან ნიმუშებზე - გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ, ეთნოგრაფიულ, საეკლესიო ნივთებზე, ასევე ფოტოხელოვნების ნიმუშებისა და ფერწერულ კოლექციებზე. „გუჯას“ მუზეუმში კი გაიცნეს ცნობილი ლეჩხუმელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სხვადასხვა სფეროში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მისი თქმით, საგანმანათლებლო პროექტმა მიზანს მიაღწია. სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა ესეს სახით შთაბეჭდილებები წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს