სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება თუ არა სადამრიგებლო საათის ჩატარება გაკვეთილის ნაცვლად?
26-03-2023
-
+


სადამრიგებლო საათის რეგულარულად ჩატარება კლასის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დაწყებითი საფეხურის დამრიგებელმა სადამრიგებლო საათი მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროს, საბაზო-საშუალო საფეხურების კლასის ხელმძღვანელმა კი - არანაკლებ თვეში ერთხელ.

რამდენი წუთი უნდა დავუთმოთ სადამრიგებლო საათს? რამდენად  შესაძლებელია, რომ რომელიმე საგნის 1 საათი გამოვიყენოთ სადამრიგებლო საათად? - კითხვას, რომელსაც ბევრი მასწავლებელი სვამს, უწყების წარმომადგენლები პასუხობენ:

„ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადეში სადამრიგებლო საათი არ არის მოცემული. აქედან გამომდინარე, სადამრიგებლო საათი არ წარმოადგენს საგანს. შესაბამისად, 25%-ის ფარგლებში მისთვის საათების დათმობა სხვა საგნების საათების ხარჯზე არ შეიძლება. დაწყებით საფეხურზე შეხვედრას ეთმობა ბოლო გაკვეთილის 15 წუთი, ხოლო  საბაზო-საშუალო საფეხურზე - გაკვეთილების შემდეგ 15 -30 წთ".

ცნობისთვის, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლას უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში, კონკრეტული საგნის წლიური ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს სხვა საგნებს შორის, თუმცა როგორც ირკვევა, სადამრიგებლო საათი არაა საგანი და ის ესგ-ს საათობრივი ბადით გათვალისწინებული არაა. შესაბამისად, სადამრიგებლო საათის ჩატარება გაკვეთილების ხარჯზე არ შეიძლება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება