სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ვის ეკუთვნის ისტორიული სიტყვები, '' მე მაქვს ოცნება'', რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა
09-11-2016
-
+


50 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა. 1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „მე მაქვს ოცნება“ და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა. 

აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა. მაშინ ამერიკაში აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის შემცველი კანონები მოქმედებდა. 

მარტინ ლუთერ კინგის მიერ წარმოთმული სიტყვა ყველა იქ მყოფი ადამიანის სურვილს გამოხატავდა და მათ საკუთარი უფლებების დასაცავად უფრო მეტ შემართებას აძლევდა.

დემონსტრაციას ჰქონდა ძლიერი მუხტი იმისთვის, რომ ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაცია დამთავრებულიყო. 

ამ შეკრებაზე მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ამერიკის მჭერმეტყველების ისტორიაში საუკეთესო გამოსვლად შეფასდა.

''მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს. ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს.''

მარტინ ლუთერ კინგმა თავის გამოსვლაში აფრო-ამერიკელების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დემონსტრაციის შემდეგ სამოქალაქო უფლებების დაცვის ლიდერები თეთრ სახლში პრეზიდენტმა კენედიმ მიიღო.

ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ გამართულ დემონსტრაციებს შორის.

ისტორიკოსები ამ დემონსტრაციას ახასიათებენ, როგორც ყველაზე მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა.

''ტრამპი'' – ეს შოუს სახელია და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება