| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეშეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ო, ენავ, ჩვენო“ ჩატარდა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ბუქური ხელმძღვანელობდა.
„დედა ენის დღეს მივუძღვენით კვირეული, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები: გამოვუშვით კედლის გაზეთი, მოსწავლეებმა გამართეს სხვადასხვა სახის ღონისძიება, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართული ენის სიწმინდისა და სიძველის ისტორია. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს, აქედან გამომდინარე ტაში და ოვაციები დაიმსახურეს დამსწრეთაგან“- აღნიშნა ორგანიზატორმა.
ღონისძიების შესახებ კომენტარი სკოლის დირექტორმა მარინა ქარუმიძემაც გააკეთა:
„ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურადაა ჩართული სასკოლო ღონისძიებებში და პროექტებში. ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიებაც ერთ-ერთი იმათგანია. რომელიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. მოსწავლეებმა გამართეს ლამაზი ღონისძიება, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ასეთი ლამაზი საღამოსთვის და კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას დედაენის დღე“.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა