სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „თაობაში“ ესეების კონკურსი გაიმართა
02-03-2023
-
+


ბათუმის კერძო სკოლაში - „თაობა“ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. 

სწორედ ასეთი იყო ესეების კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ მიეცათ 6 თემის სათაური, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. 

ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. გამარჯვება კი IX კლასის მოსწავლე გიორგი ბერიძემ თემით - „ყოველდღიური, ყოფითი პრობლემებით გადაღლილები, ვეღარ ვამჩნევთ სამყაროს მრავალფეროვნებას“, მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ჟიურისთვის ნაშრომის ავტორთა ვინაობა დაშიფრული იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის მადლობას, თვითმმართველობის პრეზიდენტს - მარიამ გიორგაძეს უხდის. 
 
გამარჯვებულ ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ:
 
ყოველდღიური ყოფითი ამბებით დაღლილები ვეღარ ვამჩნევთ სამყაროს მრავალფეროვნებას..
 
ბავშვი ხედავს, ხედავს, რადგან ჯერ არ უნახავს, ხედავს რადგან სურს, რომ ნახოს. ზოგიერთი ზრდასრულიც არ კარგავს ამ ინტერესსა თუ ლტოლვას უცხოსადმი, რადგან მას ეს უყვარს.
თუ არ ვცდები მაჰმად დარგიშს ჰკითხეს, უყვარდა თუ არა მას ის. მან თქვა: „ახსენეთ მისი სახელი ჩემი საფლავის ქვასთან და მიყურეთ, როგორ ვცოცხლდები.”
ამ კაცს უყვარს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ვერ ხედავს. ხედავს სამყაროს, შვილს და მის სილამაზეს, მაგრამ სამყაროს დანახვას სხვა თვალიც უნდა და სხვა დონის ცოდნაც.
ყველას უნახავს მტრედები, ჩვეულებრივი ადამიანი მათ აიგნორებს, მაგრამ შეიძლება სადღაც, ოდესღაც, იყო ბავშვი, რომელიც არ გაზრდილა მტრედებით სავსე ქუჩებში. სავსებით შესაძლებელია დედასთან ერთად მაღაზიიდან თუ რესტორნიდან მომავალს მტრედები შეხვდა, დედის ყვირილს ყურადღება არ მიაქცია და კინაღამ მანქანას შეუვარდა ბორბლებქვეშ. საქმე ისაა, რომ მან ამ ყველაფერში ხალისი ნახა და სახლშიც კითხვებით დაბრუნდა. ნისკარტს რომ უბრახუნებს მიწას, თავი არ ტკივა? რას ჭამს? ნისკარტით წყალს როგორ სვამს? ალბათ, დღესაც არ იცის ამ კითხვებზე პასუხი, მაგრამ მოგონება ხომ მაინც იქაადა რაც მთავარია, ღიმილით იხსენებს ამ ყოველივეს. (ალბათ)
ახლა საზრუნავი მეტი მაქვს და საფიქრალიც. ყოველდღე ვიღვიძებ სურვილებით, მაგრამ ამ სურვილებს მოვალეობები კლავს. მოვალეობები მიკლავს ინტერესებსაც. ინტერესები და სკოლა ერთმანეთს არ ემთხვევა და ამ ორიდან სკოლა უფრო მნიშვნელოვანი მგონია.
ავტობუსის ფანჯრებიდან ცქერა გაკვეთილების სწავლამ და შემაჯამებლებზე დარდმა ჩაანაცვლა. ერთხელ, საცობში პირველ მსოფლიო ომზე ვსწავლობდი გაკვეთილს, როცა მოხუცმა კაცმა (ჭყონია დავუძახოთ) სახელი მკითხა, მითხრა არ დალიოო. კითხვას კითხვა მოჰყვა, რჩევას რჩევა. მე არ მიკითხავს, მაგრამ მის ალკოჰოლიზმზე და მისი შვილის ტრაგიკულ სიკვდილზე მომიყვა. ვუსმინე, კონაღამ ვიტირე, ამ ყოველივემ გამახსენა, რომ ადრე ავტობუსში ხალხს ვუყურებდი და ყალბ ისტორიებს ვქმნიდი მათი მონაწილეობით. გამახსენდა ის, რომ ეზოს ხეებზე სახელები მქონდა დარქმეული, ჯეინი, ჯემალი, ოთო, გია და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი... ახლა სად მაქვს იმის დრო ან სურვილი, რომ ხეებს სახელები ვარქვა. ხეებიც აღარაა ეზოში...

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება