სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N38 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში საინტერესო პროექტი განახორციელეს
01-03-2023
-
+


„როგორც ვიცით, დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება, რათა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება“, - აღნიშნავენ ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში განახორციელეს პროექტი - „ჩხირკედელა“.

მათ ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს, რამაც ყველას მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლის - ბექა ქარქაშაძის ნამუშევრებმა მიიქცია. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეს სხვადასხვა ხელსაწყოს დამზადება და შეკეთება ისე შეუძლია, რომ უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. 

ბექა ქარქაშაძე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბექა ქარქაშაძეს ჯერ არ აქვს ნასწავლი ფიზიკის კანონები, მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები შესრულებულია ყველა კანონის დაცვით.  ის არის თვითნასწავლი პატარა ფიზიკოსი, რომელსაც აქვს უნარი საგნის შესწავლის გარეშე შექმნას სრულყოფილი ხელსაწყოები, რაც ეხმარება ცოდნის შეძენასა და პრაქტიკაში გამოყენებაში“,- წერს პედაგოგი ლალი გოლეთიანი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება