| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N7 საჯარო სკოლაში, პედაგოგ ინგა კაზაროვი-ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კერძოდ, სკოლის ტერიტორიაზე ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო, ხელნაკეთი ყვავილების გამოფენა ჩატარდა და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით თეატრალური წარმოდგენა გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სკოლის აღსაზრდელები ტკბილეულით, საბავშვო წიგნებით, ბურთებითა და სახატავი ნივთებით დაასაჩუქრეს.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება