| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში, დედაენის კვირეულის ფრაგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა:
1) ღონისძიება „ო, ენავ, ჩემო“ - ქართული ენის დაცვის ისტორიის შესახებ გამართულ სასკოლო დადგმაში, მონაწილეებმა საყვარელი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მე-6, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
კონცერტზე, ასევე, თათული კილაძისა და საბა სირაძის მონაწილეობით მუსიკალური ნომერი შესრულდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ღონისძიება მოამზადა და ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ჩხაიძემ, ბიბლიოთეკარ მარიამ ჭანტურიას დახმარებით.
წარმოდგენას სკოლის დირექტორი, გივი ხალვაში, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

2)კითხვის კონკურსი - სკოლის დირექციისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, მხატვრულ კითხვაში კონკურსი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული მონაწილეებიც გამოვლინდნენ.

3) ხატვის კონკურსი - სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის ხატვის კონკურსი გაიმართა. მცირეწლოვანი კონკურსანტები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ.

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება