| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შერჩეულ სკოლებში, ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს და მიზნად ისახავს სასკოლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებისა და კონფლიქტების პოზიტიურად, ეფექტიანად მოგვარების ხელშეწყობას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, შენარჩუნებასა და აღდგენას.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ სფეროს ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან: ბელინდა ჰოპკინსი და კრისტოფერ სტრაკერი, რომლებიც ტრენინგთა ციკლს უხელმძღვანელებენ.
ახალი პროექტის გახსნით შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა. მისასალმებელ გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ფსიქოემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირების მნიშვნელობაზე და აღნიშნული საკითხები განათლების სისტემის პრიორიტეტად დაასახელა.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროექტში ჩართული საჯარო სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“