| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.
თემატური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ მომზადდა და ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, დასკვნით კონცერტს ესწრებოდნენ: პროექტ „ასწავლე საქართველოს“ ხელმძღვანელი ლალი წიკლაური, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მარინა შარაშიძე. ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტები - გოჩა მიქელაძე და ვლადიმერ თავდგირიძე.
ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური წარმოდგენა დადგეს. მოწვეული საზოგადოების წინ, მათ ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
სასწავლო ნაწილის ინფორმაციით, აღნიშნულმა აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს