სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გააკეთე კარგი საქმე“ - დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
23-02-2023
-
+


მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები მიმდინარეობს. სკოლაში ასევე აქტიურად ტარდება საგანმანათლებლო და ინფორმაციული შეხვედრები.

ამჯერად, სკოლაში შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის თემა - „გააკეთე კარგი საქმე“ იყო. მისი მიზანი მოსწავლეთა კარგი საქმის კეთების წახალისება და ამით სხვებისთვის დადებითი თვისების მინიჭება იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ  როგორი გრძნობაა კარგი, კეთილი საქმის კეთება. ასევე განიხილეს თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ გარშემომყოფებს მათ კეთილ ქცევებზე.

„შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. სასიამოვნო იყო მოსწავლეთა ემოციების გაზიარება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი პროექტები და შეხვედრები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ეჩვევიან კეთილი საქმის კეთებას, უვითარდებათ სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევები, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება