სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ელიტურმა სკოლა „გორდამ“, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ცნობილ პედაგოგს უმასპინძლა 
20-02-2023
-
+


ბათუმის ელიტურმა სკოლა „გორდამ“ საგანმანათლებლო პროექტის - „ჰუმანური საქართველოს“ ეგიდით, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელს, აკადემიკოს შალვა ამონაშვილს უმასპინძლა.

მან, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სკოლის თინეიჯერებთან შეხვედრა გამართა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა  მე-2ბ კლასის მოსწავლეებს სახალისო მასტერკლასი ჩაუტარა.

გარდა ამისა, იქვე, სასკოლო სივრცეში, სახალისო ქიმიური ცდები ჩატარდა - რეპტილიების მკვლევარის, მეათეკლასელი სანდრო ხახვას საინტერესო პრეზენტაცია, მოეწყო სასკოლო კლუბებისა და არტსალონის წევრების ნამუშევრების (თექა, ბატიკა, გობელენი, ფარდაგი), მოსწავლეთა და პედაგოგთა კალიგრაფიული ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა.

ყველა აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სკოლამ საპატიო სტუმარს ღირსეულად უმასპინძლა. 

„თინეიჯერებისათვის სახალისოდ წარიმართა ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენლების: პაატა და თამრიკო ამონაშვილების სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობა, ამომწურავი პასუხი გაეცა მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
გაზაფხულზე, გორდას პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წარმომადგენლობითი დელეგაცია, საპასუხო ვიზიტით, მზიან ბუშეტში, ამონაშვილების აკადემიაში გამართავს მორიგ შეხვედრას მსოფლიოში სახელგანთქმულ პედაგოგთან, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება