სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში კინოკლუბი გაიხსნა - მოსწავლეები დოკუმენტურ ფილმებს გაეცნობიან
20-02-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის პროექტები ხორციელდება, მათ შორის აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმების ჩვენების კლუბის გახსნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბი 18 დეკემბერს, X-XI კლასების მოსწავლეთა ინიციატივით და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით გაიხსნა.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ გალაკტიონ ტაბიძის 130-ე წლისთავთან დაკავშირებით ენახათ XX საუკუნის პორტრეტებიდან დოკუმენტური ფილმი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

ფილმმა მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს, დეტალურად განიხილეს, შეაფასეს გენიალური ქართველი პოეტის ცხოვრება და მისი შემოქმედება. აღნიშნეს, რომ უჩვეულო ეფექტი მოახდინა ერთობლივად ფილმის ნახვამ და  განხილვამ, რამაც აამაღლა მათში კრეატიულობა, ანალიტიკური აზროვნება და ერუდიცია.

შეხვედრის დასასრულს, კლუბის წევრებმა შეარჩიეს დოკუმენტური ფილმები, რომელთა ნახვაც დაგეგმეს უახლოეს მომავალში. გამოთქვეს სურვილი, თავადაც გადაიღონ დოკუმენტური ფილმები, რაც მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს და უკვდავყოფს თანამედროვე ცხოვრების ამსახველ მოვლენებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ - ნინი ვარადაშვილი, ნინი მახარობლიშვილი, მარიამ თამაზაშვილი, დიანა დენტოშვილი, ნატო გუგულოშვილი, ვალერი ტოჩილაშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება