| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები არიან. ფიზიკის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგე - ამირან ძაგნიძე ერთ-ერთი ასეთი, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე პიროვნებაა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო საზოგადოებამ ღირსეული მოქალაქისა და ინტელიგენტის - ამირან ძაგნიძის დაბადებიდან 70 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა.
ღონისძიებაზე სკოლის მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ფიზიკოსის განვლილი პედაგოგიური გზა გაიხსენეს.
პედაგოგმა 70 წლის იუბილეზე რესურსცენტრისგან მადლობის სიგელი მიიღო. მასწავლებელთა სახლმა კი „2023 წლის დამსახურებული პედაგოგის“ სტატუსი მიანიჭა. თავად სკოლამ კი, სკოლაში შექმნილი პატივგების კომისიის დაწესებული ჯილდო - „მასწავლებელთა მასწავლებელი“ და შესაბამისი სამკრედე ნიშანი გადასცა.
„ცნობილ ფიზიკოსს და დამსახურებულ პედაგოგს იუბილე მისმა აღსაზრდელებმა და ყოფილმა მოსწავლეებმაც მიულოცეს, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აგრძელებენ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ საქმიანობას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა ღონისძიებას ხალისი და სილამაზე შემატეს. მათ ლამაზი სანახაობა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რამაც დარბაზში ზღვა ემოცია გამოიწვია.
დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება