სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

SDGs Community Builders - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის, ციცი ჭანტურიას საინტერესო გლობალური პროექტი
17-02-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ევროპული სკოლების ქსელ eTwinning-ში აქტიურად არის ჩართული და მუდმივად ეხმიანება წლის აქტუალურ თემებს. ამ ეტაპზე ინგლისური ენის მასწავლებლი ციცი ჭანტურია ახორციელებს პროექტს - SDGs Community Builders, რომელიც 17 გლობალურ მიზანს აერთიანებს.

ეს მიზნები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ოქტომბრიდან აქტიურად მიმდინარეობს და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პროექტში ჩართული მასწავლებლები, რომლებსაც განაწილებული აქვთ სხვადასხვა მიზანი, პერიოდულად უზიარებენ ერთმანეთს შედეგებს.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად გადაწყვიტეს, მოკლე ინტერვიუ ჩაეწერათ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ პროფესიაში წარმატებულნი არიან და გაემხილათ მათი წარმატების საიდუმლო ფორმულა.

პროცესში სიამოვნებით ჩაერთნენ: წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მათემატიკის მასწავლებელი ლირა ღურწკაია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მენეჯერი, მთავარი ექიმი მაია ევსია, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი თეა ჯოლოხავა და წალენჯიხის მკვიდრი, ცნობილი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა.

„ინკლუზიური განათლება ნიშნავს ყველასათვის ხარისხიანი განათლების მიღებაში თანასწორობას და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ამის შესასრულებლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად, ქვეყნის მდგომარეობაც სამუშაო ადგილების მხრივ შესაფერისი უნდა იყოს. აუცილებელია ზრუნვა არა მხოლოდ განათლების მიწოდებაზე, არამედ შრომასა და მოთხოვნაზეც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა გვიზიარებს N4 გლობალური მიზნის -  „ხარისხიანი განათლების“, ირგვლივ განხორციელებული პროექტის მოკლე  ვიდეო-კოლაჟს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება