სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარსული ჩვენი სიამაყეა“ - თბილისის N119 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტს კარნავალი მიეძღვნა
15-02-2023
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

მათ შორის შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, პროექტისადმი - „წარსული ჩვენი სიამაყეა“, მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება.

სკოლა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სასკოლო პროექტს, საახალწლო აქტივობით გამოხმაურა, დაწყებითი საფეხურის ბავშვებმა სადღესასწაულო ღონისძიებაზე წარმოადგინეს ქართული ფოლკლორის ნიმუშები, ცეკვისა და სიმღერის სახით.

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის საახალწლო კარნავალი გაალამაზეს სამეჯლისო სცენებით, ფილმიდან -  „ქეთო და კოტე“,  ხოლო საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კულტურული მემკვიდრეობის სახით წარმოადგინეს ქართული საახალწლო სუფრა, ტრადიციული ნუგბარითა და წეს-ჩვეულებებით.

ხოლო, მე-10 კლასელებმა ღონისძიება დააგვირგვინეს ქართული ცეკვით, ოპერიდან - „დაისი“ და სიმბოლურად, იმავე დღეს, ესტუმრნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, მუსიკის პროექტული სწავლების ფარგლებში, პედაგოგ ნინო ბახტაძესა და დამრიგებელ ხათუნა კოჭლამაზაშვილთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმში, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ფალიაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით და ყურადღებით მოისმინეს დამატებითი ინფორმაცია კომპოზიტორის ღვაწლზე, ქართული კლასიკური მუსიკის განვითარების საქმეში.

მუზეუმში აჩვენეს უნიკალური ვიდეომასალა ფალიაშვილის ოპერებიდან, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და ბოლოს სტუმრობა დაგვირგვინდა მოსწავლეებისა და მასპინძლების მიერ საქართველოს ჰიმნის შესრულებით.

აღსანიშნავია, რომ კარნავალში აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგები: დირექტორი - გულიკო ლაზვიაშვილი, დამრიგებლები - მაია მუშკუდიანი, ლელა ლომსაძე, ესმა სახამბერიძე, ლია ძულიაშვილი, ხათუნა კოჭლამაზაშვილი, შორენა ჭელიძე, ბელა გურგენიძე და თეა ქვათაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება