სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქალები უნდა გამოვიდნენ მასწავლებლები, კაცები - დირექტორები... სტერეოტიპულად გვაჩვევენ ამ აზრს“
14-02-2023
-
+


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ქალთა მეტი ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კონცეფცია განათლების ნაწილსაც მოიცავს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მათ აქვთ 3 მთავარი რეკომენდაცია:

  • დისკრიმინაციული დამოკიდებულების აღმოფხვრა განათლების სისტემაში;
  • პროფესიებში განსხვავებების აღმოფხვრა;
  • STEM მიმართულებით ქალთა ჩართულობის გაძლიერება.

დეპუტატმა ლადო კახაძემ, მომხსენებელს, ნინო წილოსანს მიმართა კითხვით, თუ არსებობს სტატისტიკა, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში რამდენი ქალი და კაცია დასაქმებული?

რაზეც წილოსანმა განმარტა, რომ ჯანდაცვაში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი, მაგრამ საშუალო ხელფასს შორის სხვაობა არის 36 პროცენტი.

„მიზეზი არის ის, რომ კაცების დიდი ნაწილია დასაქმებული მაღალანაზღაურებად, მენეჯერულ პოზიციებზე, ქალები კი არიან მაგალითად მასწავლებლები, რომლებიც წლები იღებდნენ დაბალ ანაზღაურებას (და კარგია ახლა რომ შეიცვალა ეს მიდგომა)...

ეს საიდან მოდის, იცით?! - სტერეოტიპულად გვაჩვევენ აზრს, რომ ქალები უნდა გამოვიდნენ მასწავლებლები, კაცები კი - დირექტორები; სწორედ ამის შეცვლა გვსურს, რათა მივცეთ საშუალება, სულ უფრო მეტი ქალი ჩაერთოს ტექნოლოგიებსა თუ პროფესიულ განათლებაში“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება