სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში შეუძლია მასწავლებელს საშინაო დავალებაში ქულის დაწერა? - რომელ საფეხურზე როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის სახლში ნამუშევარი
14-02-2023
-
+


მოსწავლეების ცოდნას მასწავლებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ. პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენისას იყენებენ განმსაზღვრელ შეფასებას და გარდა ამისა, ბავშვებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა არის საჭირო ე.წ. სისუსტეების აღმოსაფხვრელად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა გამოასწორონ და რაზე იმუშაონ უფრო მეტი.

გაკვეთილის გამოკითხვის დროს, შემაჯამებელი წერის თუ საკლასო მუშაობისას რომ მასწავლებლები ქულებს წერენ, ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა შეიძლება თუ არა საშინაო დავალების ქულით შეფასება?

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლეთა საშინაო დავალების ქულებით შეფასება დაშვებულია, თუმცა არა ყველა საფეხურზე.

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში პედაგოგმა მიმდინარე საშინაო დავალებაში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება უნდა გამოიყენოს. ასევეა V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასშიც. მიუხედავად იმისა, რომ V კლასის მეორე სემესტრიდან მოსწავლეთა ქულებით შეფასება იწყება, საშინაო დავალების კომპონენტში მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებაა დაშვებული. რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს, VII კლასიდან სამივე კომპონენტში:  მიმდინარე საშინაო დავალებაში, მიმდინარე საკლასო დავალებასა და შემაჯამებელ დავალებაში შეიძლება როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება