სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეს უფლება აქვს მასწავლებლის ან დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი დაწეროს
14-02-2023
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს - ყველა მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა თავისი უფლებების დარღვევის გამო.

„მიმართვა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს სიმართლის დადგენას. შენ აუცილებლად მოგისმენენ! სიმართლე გაირკვევა.

გახსოვდეს, რომ ცრუ ბრალდება არაკეთილსინდისიერი საქციელია და ამისათვის შენც მოგეთხოვება პასუხი. ყველა ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე.

სკოლის მოსწავლის მიმართვა შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების დარღვევას მშობლის, მზრუნველის (ოჯახის წევრის), მასწავლებლის, სხვა მოსწავლის, მანდატურის, სკოლის რომელიმე თანამშრომლის ან დირექტორის უკანონო ქმედების შედეგად.
მაგალითად: თუ მოგაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუ გჩაგრავენ, თუ ფიქრობ, რომ უსამართლოდ გექცევიან, ან უმიზეზოდ გაბრალებენ რაიმეს და სხვა.

შენ გაქვს უფლება მოითხოვო მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

მიმართვის მომზადება:

მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა ან დამოუკიდებლად, ან მშობელთან/მზრუნველთან (ოჯახის წევრთან) ერთად. მიმართვა არ განიხილება თუ მასში არ არის მითითებული განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, რომელი უფლება დაირღვა და რას ითხოვს განმცხადებელი.

თუ მოსწავლეს აქვს პრეტენზია სკოლის დირექტორის მიმართ, ამ შემთხვევაში მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის სამეურვეო საბჭოს.

ყველა სხვა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის დირექტორს. იმისათვის, რომ შენი მიმართვა იყოს განხილული, აუცილებელია მისი რეგისტრაცია.

მომზადებული მიმართვა შეგიძლიათ: ან ფურცელზე ხელით დაწეროთ, ან დაბეჭდოთ. შემდეგ დაარეგისტრიროთ სკოლის
საქმისმწარმოებელთან. სკოლის საქმისმწარმოებელმა უნდა გადმოგცეთ მიმართვის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

ან ელექტრონულად მოამზადოთ და გაგზავნოთ სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე შენი პერსონალური XXXX@students.gov.ge ელექტრონული ფოსტიდან. სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართი შეგიძლიათ მოძებნოთ სკოლების კატალოგში https://catalog.emis.ge/main მიმართვის განხილვა ნებისმიერი მიმართვის განხილვისას მოუსმენენ მოსწავლეს და მის თანაკლასელებს, მიმართვასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, მოიპოვებენ მტკიცებულებებს. მიმართვა განიხილება 1 თვეში.

მასწავლებლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს სკოლის დისციპლინური კომიტეტი.

სკოლის სხვა თანამშრომლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი.

სკოლის რომელიმე მოსწავლის, ან რომელიმე მოსწავლის მშობლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი.

დირექტორის მიმართ პრეტენზიას განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო ან დისციპლინური კომიტეტი. დირექტორის მიმართ პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს: დირექტორის გადაწყვეტილება, დირექტორის ქმედება ან უმოქმედობა", - აღნიშნულია ცენტრის მიერ. 

იხილეთ საინფორმაციო ბუკლეტი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია ორი პირი - ცხენის ხორცს მარნეულისა და ქარელის ბაღებში ბავშვებს აჭმევდნენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება