სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
23-04-2018
-
+


ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „სხივი“, თამილა რიონიძის ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი საღამო - „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“ ჩაატარა. 

ღონისძიება პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. 

საღამო ეძღვნებოდა მეთორმეტე კლასის მოსწავლეს თორნიკე შამილიშვილს, როგორც ახალგაზრდა შემოქმედს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თორნიკე შამილიშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხა და ისაუბრა, თუ რა ასაკიდან დაიწყო წერა, რა არის მისი მუზა და რას გეგმავს სამომავლოდ.

„ლექსების წერა 11 -12 წლის ასაკში დავიწყე, ჩემი პირველი ლექსი დავწერე დიად გრძნობაზე, რასაც სიყვარული ჰქვია. ლექსების წერა არ არის მხოლოდ რითმების შეხამება, ეს გრძნობისა და განცდის სიტყვიერი გადმოცემაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ლექსი უნდა დაიწეროს სულის გამოძახილით და არა დაკვეთით“,- ამბობს სკოლის აღსაზრდელი. 

კლუბის წევრებმა წაიკითხეს თორნიკეს ლექსები, თავიანთი ჩანახატები და ესეები.

ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდა შემოქმედმა მასწავლებლებსა და თანასკოლელებს გაზაფხული ლექსით მიულოცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიების ორგანიზების საკითხს დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ.

„ღონისძიების მონაწილეებმა მასწავლებლებისაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.  თორნიკესთვის ერთგვარი მოტივაცია და სტიმულია შემდგომი შემოქმედებითი წინსვლისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება