სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გამარჯვების საჯარო სკოლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა
23-04-2018
-
+


გამარჯვების საჯარო სკოლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
 
კერძოდ, მოეწყო ინტელექტუალური კონკურსი უფროსკლასელებს შორის - „რა? სად? როდის?“, რომელშიც  მოსწავლეებთან ერთად   მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებული და მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ. 



ამავდროულად, სკოლის  X კლასის მოსწავლემ, ქეთევან მაქარაშვილმა,  SMART-ის  ოლიმპადაზე (ორ საგანში) საპრიზო ადგილი დაიკავა. მას ჯილდოდ ფასიანი საჩუქარი და დიპლომი გადაეცა.

გამარჯვების საჯარო სკოლაში პატივი მიაგეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის  ხსოვნას.  მიძღვნილ ღონისძიებებში მოსწავლეები და პედაგოგები ჩაერთვნენ. ყველა კლასში დამრიგებლებმა  მისი გმირული ბიოგრაფიის შესახებ ისაუბრეს.

ქართული ენის ისტორიასთან დაკავშირებით კი არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა  სხვადასხვა სკოლისა და რაიონულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.  მათ შორის, დაამზადეს დედაენის მაკეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება