| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა განგა ჭუჭუხაშვილმა და მერი ხარაშვილმა გაუწიეს.
სკოლის III, IV და V კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად დედა ენის ძეგლი და იაკობ გოგებაშვილის საფლავი მონახულეს.
მოსწავლეებმა დედა ენის ძეგლთან ლექსები წაიკითხეს და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიამ მოსწავლეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.
„მოზარდებმა აღნიშნეს, რომ არამარტო გაუმყარდათ დედა ენისადმი სიყვარული, არამედ გაუფრთხილდებიან და იზრუნებენ კიდეც მასზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ექსკურსიაზე მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი