სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამლაგებელი, სსსმ მოსწავლის ასისტენტი... კიდევ რომელი კადრების მოძიება უჭირთ სკოლაში? - დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
03-02-2023
-
+


სკოლების ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის პოვნა რომ უჭირს, ამაზე დირექტორები ღიად საუბრობენ. 
დამლაგებელი, ტექ.პერსონალი, უცხო ენის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის პერსონალური ასისტენტი - როგორც საჯარო სკოლის დირექტორები Etaloni.ge-სთან ამბობენ, სწორედ ამ კადრების მოძიება უჭირთ.


შოთა მალაზონია, თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი:


დამლაგებლისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის პერსონალური ასისტენტის მოძიება გვიჭირს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ასისტენტის მხრივაა, ამ სასწავლო წელს ვაკანსია 10-ჯერ მაინც გამოვაცხადე. ასეთ მდგომარეობაში ბევრი სკოლაა. პერსონალური ასისტენტის მოძიება ძალიან გაძნელებულია. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ანაღზაურება არაა მაღალი. გარდა ამისა, ახალგაზრდები, ვინც ამ პოზიციას იკავებენ ხოლმე, სამუშაო ადგილს ხშირად იცვლიან. ჩვენ ამასთან დაკავშირებით სამინისტროსთან კონტაქტი გვაქვს. მგონია, რომ ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, 10%-ანი ზრდა მათაც ეხებათ, თუმცა საწყისი ხელფასი იმდენად დაბალია, არ ჰყოფნით. იგივე ვითარებაა დამლაგებელთან დაკავშირებითაც. სკოლაში 2 ცვლაა. როდესაც ხელზე ასაღები თანხა 300 ლარამდეა, ეს ძალიან მიზერულია.

ასლან ფასანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენთან ინგლისური ენის მასწავლებლის მოძიების პრობლემა იყო, აქ კადრი ვერ ავიყვანეთ. ამიტომაც, ახლა ეს საგანი დისტანციურად ისწავლება. მოსწავლეები ონლაინ ერთვებიან და ცოდნას ასე იღებენ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, საათებიც არ გვაქვს ბევრი, მაღალმთიანი სოფელი ვართ, ტრანსპორტირება ჭირს. ამიტომაც გამოსავალი დისტანციური სწავლა იყო. გაკვეთილები არ ცდება, კარგი მასწავლებელი გვყავს და ნორმალურად ასწავლის. სხვა კადრების მოძიების პრობლემა არ გვქონია.

ბესიკ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახლა სკოლაში ყველა კადრი გვყავს და მსგავსი პრობლემის წინაშე არ ვართ. ადრე იყო შემთხვევა, როდესაც რუსულის მასწავლებლები თბილისიდან მოწვეული გვყავდა. ადგილზე სპეციალისტი არავინ იყო. 3 პედაგოგი გამოვიცვალეთ. ახლა კი მასწავლებელი მეზობელი სოფლიდან დადის და ეს პრობლემა აღარაა.

ნელი ლიქოკელი, ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ კადრების პრობლემა არ გვაქვს. ძალიან მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, თანამშრომლების რაოდენობაც შესაბამისია. ზოგად აზრს მოგახსენებთ, დამლაგებლისა და ტექ.პერსონალის პოზიციაზე კადრის მოძიება იმიტომ ჭირს, რომ დაბალი ხელფასებია. ეს პრობლემა მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო მწვავედ დგას. იმ სკოლებში, სადაც მეტი მოსწავლეა, დამლაგებლებს უფრო მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ და მათაც, რა თქმა უნდა, იქ დასაქმება ურჩევნიათ. მით უმეტეს, როდესაც სკოლის ფართი და შესასრულებელი სამუშაო, შესაძლოა, ერთნაირი იყოს. ამიტომაც მხირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის ტექ.პერსონალის მოზიდვა და დასაქმება უფრო რთულია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება