სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის N139 საჯარო სკოლასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
20-04-2018
-
+


თბილისის N139 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სკოლიდან სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ლელა მაზმიშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ და სკოლის დირექტორის, ნათია ფხალაძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ლელა მაზმიშვილი აცხადებს, რამდენიმე თვის წინ პედაგოგებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიტანეს განცხადება, სადაც სკოლის დირექტორის, ნათია ფხალაძის გადაცდომებზე იყო საუბარი:

„ქალბატონი ნათია ფხალაძე, იმ პედაგოგებს, ვინც განათლების სამინისტროში განცხადება შევიტანეთ მისი გადაცდომების შესახებ და ეს მას დაუდასტურდა, ის დაგვპირდა, რომ წელსა და კისერში გადაგვტეხავდა, რასაც აკეთებს. გუშინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ქალბატონმა ნათიამ დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, სცადა ჩემი გათავისუფლება, ისე, თითქოს, რომ გასაჩივრების საშუალებაც არ დამიტოვა. გავასაჩივრებთ, სავარაუდოდ, სახალხო დამცველსაც მივმართავთ, იმიტომ, რომ იკვეთება დევნა, შერჩევითი სამართალი, დისკრიმინაცია სკოლაში ქალბატონი ნათია ფხალაძის მხრიდან, რომელიც ცდილობს, რომ სკოლაში ჰქონდეს დიქტატურა,“ - განაცხადა ლელა მაზმიშვილმა.

დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობს სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი ნინო ხოხობაშვილიც. მისი თქმით, დირექტორი გარკვეულ გადაცდომებში ამხილეს და მას ყველა გადაცდომა დაუდასტურდა.

„ჩვენ ვამხილეთ ნათია გარკვეულ გადაცდომებში. 7 თვეა ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განხილვა მიმდინარეობს. მას ყველა გადაცდომა დაუდასტურდა, რაშიც ჩვენ ვამხილეთ და ამის გამო ნათიამ დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია“, - განაცხადა ნინო ხოხობაშვილმა.

სკოლის დირექტორი სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება