სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით მარიამ ჭაბაშვილი - ახალციხის N5 საჯარო სკოლის წარმატებული მეოთხეკლასელი
20-04-2018
-
+


ახალციხის  N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ჭაბაშვილი (მასწავლებელი:  ხათუნა ჯანაშვილი) „სმარტის“ ქართული ენის გასული სეზონის ოლიმპიადაში მონაწილეობდა. 

მან საქართველოს მასშტაბით სმარტის ქართული ენის კონკურსის ფინალურ ეტაპზე მაღალი  შედეგი დააფიქსირა და გაიმარჯვა ნომინაციაში „ადეკვატური ანალიზი“.  


მარიამი დიპლომით, მაჯის საათითა და ნომინაციის შესაბამისი თასით დაჯილდოვდა. 

დაჯილდოვების ცერემონია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა და სმარტ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებამ  განსაკუთრებული ემოციების ფონზე ჩაიარა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მოსწავლეთა წარმატებაზე, მათ მოტივაციაზე ზრუნვასა და სამომავლო გეგმებზე.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ოლიმპიადებში მონაწილეობისა და საპრიზო ადგილების მოპოვების დიდი გამოცდილება აქვთ.

სკოლა ულოცავს მარიამს მიღწეულ გამარჯვებას და მომავალში დიდ წარმატებებს უსურვებს!

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება