სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა
24-01-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აწერს.

ცვლილების მიხედვით
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს განსხვავებული ვადები მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამებს.

ამ პუნქტის მიზნებისათვის, მე-13 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განხორციელდეს ანკეტის ელექტრონული ფორმით შევსების გარეშე, დოკუმენტბრუნვის ოფიციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია უზრუნველყოს ცენტრისათვის დადასტურებული მონაცემების მიწოდება ელექტრონულად.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება