სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლიდან ფსიქოსოციალურ სამსახურს 2 600-ზე მეტმა არასრულწლოვანმა მიმართა 
28-01-2023
-
+



2022 წელს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 3 500-ზე მეტი შემთხვევაზე იმუშავეს - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

„ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

2022 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში სულ შემოვიდა 3 556 ახალი შემთხვევა. აქედან, 2 633 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან, ხოლო 923 ბენეფიციარმა თვითდინებით მიმართა ცენტრს, გადმომისამართდა სხვა სუბიექტის მიერ, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით და/ან შემთხვევა იდენტიფიცირებული იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ. საანგარიშო პერიოდში, 24 საათიან ცხელ ხაზზე მიღებულია 568 შეტყობინება.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის კომპეტენციის მიღმა არსებული მომსახურების მიღების მიზნით, სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებელ სამსახურში, ცენტრის მიერ გადამისამართდა 517 მოსწავლე. ცენტრის სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ შემთხვევებში ჩართულ უწყებებთან და მონაწილეობენ მულტისექტორულ შეხვედრებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ფსიქოლოგიურ სერვისს ახორციელებს 38 ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა 2 ფსიქიატრი.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია 10 ლოკაციაზე: თბილისი - 2, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ახალციხე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება