სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს ხუთი დღე ნამდვილ სამოთხეში გავატარეთ“ - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის წარმომადგენელთა მოგზაურობა კაპადოკიაში
19-04-2018
-
+


ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად ხუთდღიანი ტურით კაპადოკიაში იმყოფებოდნენ. ამ ისტორიულ მხარეში ისინი „ცოდნის სამყაროს“ კონკურსებში გამარჯვების შედეგად აღმოჩნდნენ.

ხუთდღიანი ტურის ფარგლებში, სკოლის წარმომადგენლებმა არაერთი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულეს. ეწვივნენ ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარს, დაათვალიერეს გორემეს მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ვულკანური წარმონაქმნებისა და იჰლარას ხეობა, დერინქუის მიწისქვეშა ქალაქი, უჩხისარის ციხესიმაგრე, ჩავუშინი და ქრისტიანული ეკლესიები. 

კაპადოკიაში ხუთდღიანი ტურის შთაბეჭდილებები და ემოციები წერილობითი ფორმით გადმოსცა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჯაბა ჯამასპიშვილმა. როგორც ის აღნიშნავს, ეს ხუთი დღე ნადმვილ სამოთხეში გაატარეს.

გაეცანით მის შთაბეჭდილებებსა და ჯაბას თვალით დანახულ კაპადოკიას: 

„მე ვმონაწილეობდი „ცოდნის სამყაროს“ მიერ გამოცხადებულ ინგლისური ენის ოლიმპიადაში, რომელშიც გავიმარჯვე და საჩუქრად მივიღე ხუთდღიანი საგზური კაპადოკიაში. ეს ხუთი დღე ჩემთვის იყო დაუვიწყარი, რადგან მე მოვხვდი მსოფლიოს „მერვე საოცრებაში“, სადაც ცხოვრობს უამრავი თბილი სულისა და გულის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იქ ჩასული სტუმრების კეთილდღეობასა და გახალისებაზე ფიქრობს.

ამ ტურის ფარგლებში, მოვინახულე ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმები კაპადოკიაში, რომელიც შედის ღირსშესანიშნაობათა ათეულში და რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო კაპადოკიაში მოგზაურობისას.

პირველად მოვინახულეთ გორემეს მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, ეს იყო კლდეში გამოკვეთილი კომპლექსი, რომელიც ძირითადად მოიცავდა ეკლესიებს, რომელთა შორის გამოვარჩევდი წმინდა გიორგის ეკლესიას. ამის შემდეგ შემოგვთავაზეს ვულკანური წარმონაქმნის ხეობის მონახულება, რომლის ნახვის შემდეგაც ემოციების შეკავება ძალზედ ძნელი აღმოჩნდა. თურმე, რამდენიმე ათასი წლის წინ აქ ვულკანი ამოფრქვეულა, რომელმაც გამოიწვია იმ სილამაზის შექმნა, რომლითაც დღეს კაპადოკია ამაყობს. კიდევ უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი მოვინხულეთ, მათგან გამოვყოფდი ჩავუშინისა და უჩხისარის ციხე-სიმაგრეებს. ისინი მართლაც განსხვავებულია იმ ციხე-სიმაგრეთა შორის, რომლებიც აქამდე მინახავს.....

ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და თვალისმომჭრელი იყო, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება და აღფრთოვანება მიიპყრო იჰლარას 14 კილომეტრიანმა ხეობამ, რომლის მხოლოდ 8 კილომეტრის მონახულება შევძელით დროის უქონლობის გამო. ეს იყო სამოთხე დედამიწაზე, რომელსაც მთელ სიგრძეზე მოუყვებოდა ყინულივით ცივი მდინარე, ეს ხეობა ასევე კლდეში ნაკვეთია, რომელიც მოიცავს 60 საცხოვრებელ გამოქვაბულსა და 105 ეკლესიას, რომელიც ღიაა დამთვალიერებლებისთვის.

ასე, რომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხუთი დღე გავატარე ნამდვილ სამოთხეში, წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლოში.“

იხილეთ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კაპადოკიაში ტურის ამსახველი ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება