სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის კულტურის კოლეჯის წამომადგენლები ეწვივნენ
19-04-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს „Erasmus+”-ის ფარგლებში, პერსონალის მობილობით, ლატვიის კულტურის კოლეჯის წამომადგენლები არნიტა რაქსტინა და ქრისტინა ტუმენა ეწვივნენ.

ქალბატონებს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ უმასპინძლა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კავშირების გაღრმავება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

სტუმრებმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლატვიის ოთახში ჩაატარეს ვორქშოფი, ისაუბრეს თავისი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ტურიზმსა და ლატვიის უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებზე. მათ სტუდენტებს აგრეთვე გააცნეს ლატვიის პროფესიული განათლების სისტემა და მათთან მოქმედი სხვადასხვა სასწავლო თუ სამეცნიერო პროგრამები.

სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ მრავალი ერთობლივი პროექტი, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის კულტურის კოლეჯის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება