სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი არდადეგების შემდეგ?
15-01-2023
-
+


არდადეგების დასრულების შემდეგ პირველი გაკვეთილის სწორად დაგეგმვაა საჭირო, რათა სკოლაში ქცევის წესებს გადაჩვეული მოსწავლეები სასწავლო პროცესისთვის დამახასიათებელ რიტმს დაუბრუნდნენ.

როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი და რა აქტივობები შევთავაზოთ არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს?

მიეცით ბავშვებს საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ შობა-ახალი წლის არდადეგებზე დაგროვილი ემოციები. სემესტრის პირველ დღეს მოსწავლეები ერთმანეთის სანახავად მოდიან და ნაკლებად არიან განწყობილნი ახალი გაკვეთილის მოსასმენად, ამიტომ პირველივე დღეს ახალ მასალას ნუ აუხსნით.

მოსწავლეების შთაბეჭდილებების გაზიარებამ კლასში ქაოსი და ხმაური რომ არ გამოიწვიოს, გაკვეთილის დასაწყისშივე აუხსენით, რომ დაინტერესებული ხართ თითოეული მათგანით და მზად ხართ, მოუსმინოთ ყველას, თუმცა თუ ერთი საგაკვეთილო დრო ამის საშუალებას არ იძლევა, ბავშვებს შესთავაზეთ, დაწერონ რის თქმაც სურთ: რამ მოახდინა მათზე შთაბეჭდილება, რით იყო განსაკუთრებული არდადეგების პერიოდი, როგორ აღნიშნეს ახალი წელი. თუ დაწყებით კლასს ასწავლით, მოსწავლეებს შესთავაზეთ, დახატონ და აღწერონ ერთი გამორჩეული დღე, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.

მეორე სემესტრის პირველი სასწავლო დღე გამოიყენეთ მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, ახალი მიზნების დასახვისთვის. შესთავაზეთ, დაფიქრდნენ და ჩამოწერონ, რას ელოდებიან 2023 წელს, რას გეგმავენ, რას შეცვლიდნენ საკუთარ თავში, რომელ საგნებში სურთ ცოდნის გაუმჯობესება, ასევე საინტერესო იქნება თუ შესთავაზებთ, დაწერონ „რას ურჩევდით მასწავლებელს?“ - ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ, მოსწავლეების თვალით შეაფასოთ საკუთარი თავი, შესაძლოა, თავადაც მოგინდეთ სწავლების სტრატეგიებისა და მეთოდების შეცვლა და გამრავალფეროვნება.

2023 წლის პირველ სასწავლო დღეს ნუ დატვირთავთ მოსწავლეებს დავალებებით და განვლილი მასალის გახსენებით, ეცადეთ, მეორე სემესტრი შემართებითა და მოსწავლეთა მოტივირებით დაიწყოთ. ასევე შეგიძლიათ, მოკლედ აუხსნათ მოსწავლეებს, თუ რა თემების სწავლა მოუწევთ მეორე სემესტრში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება