სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ
19-04-2018
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედა ენის დღე და 9 აპრილი აღნიშნეს. 

9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება მე-3ბ კლასში კლასის დამრიგებელმა ჩაატარა. 

მოსწავლეებმა  კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ახალგაზრდები და 9 აპრილის ტრაგედია. 

დედა ენის დღე მე-4გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, რიტა კირკიტაძის ხელმძღვანელობით პროექტით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა დედა ენის კუთხე მოაწყვეს და ლექსებისა და სიმღერების თანხლებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს დედა ენისა და ქართული ენის მნიშვნელობა.

სკოლაში ასევე დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით  გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეორე კლასის მოსწავლეებმა. 

საუკეთესო ნამუშევრები სტენდზე გამოიფინა.

ღონისძიებებს სკოლის დირექცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება