| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასში პროექტი „თიხის საიდუმლო“ განხორციელდა.
პროექტი ხელოვნების მასწავლებელმა ვენერა აბუსერიძემ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან თანამშრომლობით დაგეგმა.
მუზეუმის თანამშრომელი მოსწავლეებს თიხის შესახებ ესაუბრა და მასტერკლასი ჩაუტარა.
მოსწავლეებმა თიხისგან სხვადასხვა ნივთი დაამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მეტად საინტერესო და გასაგები ხდება თუ მას პრაქტიკული მხარეც ახლავს, შესაბამისად, მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ.
თიხის გამოწვის შემდეგ მოსწავლეები მუზეუში მიიწვიეს და თავიანთი ნაკეთობები გადასცეს.
„პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება