სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოვუაროთ და დავიცვათ გარემო ნეგატიური ქმედებებისგან!“ - თბილისის N60 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი წარადგინეს 
19-12-2022
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ბუნებისმეტყველებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაერთიანებული პროექტის - „მოვუაროთ და დავიცვათ გარემო ნეგატიური ქმედებებისგან“ პრეზენტაცია ჩატარდა.

პროექტს ბუნებისმეტყველების პედაგოგი - თამარ მოსეშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, კლასის დამრიგებელი - მარიამ მამფორია ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება უმნიშვნელოვანესი საკითხებია თანამედროვე განათლების სისტემაში, სწორედ ამიტომ შეირჩა პროექტისათვის ეს საკითხი.

მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში, დაამუშავეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

  •  „საყოფაცხოვრებო ნარჩენები" - პრეზენტაციის წარმდგენები იყვნენ მე-6კლასის მოსწავლეები: დავით ჩილინგარაშვილი, კაჩია გაგნიძე, ვახტანგ მენთეშაშვილი, ანდრია ნარიმანაშვილი, ლუკა ბერიკაშვილი, გიორგი კირვალიძე, თორნიკე გურგენიძე, ომარ რედა.

  •  „ნიადაგის დაბინძურება“ - პრეზენტაციის წარმდგენები იყვნენ მე-6 კლასის მოსწავლეები: ალინა ასლანოვა, კესარია ივანიშვილი, ნუკი ყაჭეიშვილი, მარია რიბაშვილი, სალომე გეგეშიძე, ბარბარე დეისაძე, ანა არავიშვილი, მარიამ ცაგარეიშვილი, მარიამ ცხვედაძე.

  •  „დაბინძურებები“- პრეზენტაციის წარმდგენები იყვნენ მე-6 კლასის მოსწავლეები: თათია წიკლაური, ქეთევან ბაბუნაშვილი, ელენე სიგუა, ანნა ბიკაშვილი, მაშო წიკლაური, ნატალია მაჭარაშვილი-ჯავახიშვილი, ნუციკო ორველაშვილი, ნიცა მანჩხაშვილი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოს დაცვით საკითხებზე, განიხილეს რისკები და საჭიროებები უკეთესი გარემოსთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩატარდა საინტერესო ესეების კონკურსი თემაზე -  „მე რომ გარემოს დაცვის მინისტრი ვიყო“. მოსწავლეებმა დაწერეს ესეები და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნამუშევრები.

პროექტის წარდგენისას მოსწავლეებმა გამოფინეს მათ მიერ ნარჩენებისგან შექმნილი ნივთები, ჩაერთნენ მაკულატურის შეგროვების პროცესში, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნარჩენების გონივრულად გამოყენების აუცილებლობასა და რეციკლირების პროცესის მნიშვნელობას გარემოს დაცვისათვის. პროექტი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის №60 საჯარო სკოლის დირექტორი, შოთა მალაზონია, დირექტორის მოადგილე, ნანა ჩოხელი და სხვადასხვა საგნის პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება