სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N4 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე ვიქტორინის ფინალური ეტაპი გაიმართა
16-12-2022
-
+


ხონის N4 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე - მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ვიქტორინა გაიმართა.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა გაიარეს წინა საკონკურსო საგნობრივი ტესტირება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, მუსიკა.

ვიქტორინის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გადალახეს დადგენილი ბარიერი. პროექტი მიზნად ისახავდა სემესტრის ბოლოს ცოდნის შეჯამებას და მათი შესაძლებლობების გამოვლენას, ვიქტორინის ბოლო ტური იყო - „მოაზროვნე“. კითხვები იყო ლოგიკური და სააზროვნო. პროექტი ასევე ემსახურებოდა გუნდური მუშაობის, ერთმანეთის აზრის პატივისცემის, ერთმანეთის წარმატების გაზიარების და აღიარების, თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბებას და გააქტიურებას.   

პროექტის მიმდინარეობაში მოსწავლეთა გუნდები აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოვლინეს და საპრიზო ადგილებიც დაიმსახურეს.

ჟიურის წევრები იყვნენ  სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი და დირექტორის მოადგილე თამაზ მეძველია. კონკურსის ორივე ეტაპზე კითხვები საგნის პედაგოგებმა - თამარ ბოჭორიშვილმა, ნინო საღარეიშვილმა, ანა მელქაძემ, ნუნუ ჭოლოკავამ, ია ტერელაძე, და პროექტის ხელმძღვანელმა ელიზა ჩიხლაძემ მოამზადეს. 

სკოლის დირექტორმა და მოადგილემ პროექტი დადებითად შეაფასეს. საკუთარი პოზიცია და რჩევები კო მოსწავლეთა მშობლებმაც დააფიქსირეს.

დღის ბოლოს, პროექტის მონაწილე პედაგოგები შეიკრიბნენ, მათ გააანალიზეს ყველა დეტალი, რა არის შესაცვლელი თუ დასახვეწი, სად უჭირთ მოსწავლეებს და როგორ აღმოფხვრან აღმოჩენილი პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ მეორე სემესტრის ბოლოს ჩასატარებელი ვიქტორინაც დაგეგმეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება