| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ეთერ ხაბაზი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში ჩაერთო.
ვიზიტი 27 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე გაგრძელდა.
პედაგოგს მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა ქართველი ფიზიკოსების - ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის და გივი სეხნიაიძის სემინარებს თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
ასევე საშუალება ჰქონდა ცერნში საგანგებოდ მოწვეული ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდა, რომელიც ფიზიკის სწავლების საკითხებს მიეძღვნა.
როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, მან ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია და ადგილზე ექსპერიმენტები ჩაატარა.
სტაჟირების დასასრულს, მას პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა სერტიფიკატი გადასცა.
სკოლა წარმატებას უსურვებს ეთერ ხაბაზს პროფესიულ საქმიანობაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში