სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე დიდი ინტერესით მუშაობენ
14-12-2022
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლა სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

სკოლა ყოველთვის მომართულია სასკოლო პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართულობისკენ, ამ მიზნით განხორციელებული კომპლექსური დავალებებით, IV-V კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ.  

„კომპლექსური დავალებების ფორმატმა ძალიან დააინტერესა N16 საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეები, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ახალი იყო მათთვის, განსხვავებული  და, მათი აზრით, ძალიან სახალისოც, შესასრულებლად კი კომფორტული“-, აღნიშნავენ სკოლაში. 

ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ფხაკაძემ, მოსწავლეებს მისცა მითითებები, რაც მათ დაეხმარა დავალების შესრულებაში. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთმა ფორმატმა, მათი უნარების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.

მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა თავადვე შეეფასებინათ ნამუშევრები და შეხედულებები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. 

მათი აზრით, მსგავსი სახის სასწავლო ფორმატი საინტერესო, განსხვავებული და ძალიან სახალისოა.

მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი, მათთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების განხორციელება, სადაც მაქსიმალურად ჩაერთვება სასკოლო საზოგადოება. ქუთაისის N16 საჯარო სკოლა გამოირჩევა, საინტერესო პროექტების ორგანიზებით, რაც ორიენტირებულია მოსწავლეების გააქტიურებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება