სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან“- ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
12-12-2022
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში საწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება შედეგზე ორიენტირებული სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება. 

ამჯერად, მე-8 კლასში, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის" ორგანიზებით, „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში, დამხმარე სახელმძღვანელოს - „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე" გამოყენებით, სამოდელო გაკვეთილი - „რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან“, ჩატარდა. 

გაკვეთილს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მადონა გოგიტიძე უძღვებოდა. საგაკვეთილო პროცესი საკმაოდ ეფექტურად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, გათვალისწინებული იყო როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური აქტივობები, რომელიც ლოგიკურად, თანმიმდევრულად და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით (კერძოდ, ელექტრონული პლატფორმა padlet.com) იყო დაგეგმილი, რამაც უზრუნველყო საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობა, ინტერესი, მოსწავლეთა მხრიდან აქტიური ჩართულობა და მაღალი მოტივაცია. 

სამოდელო გაკვეთილს აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების 22  პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების ექსპერტი ესწრებოდნენ.

დასასრულს, პარტნიორი სკოლების პედაგოგებთან ერთად, გაკვეთილი შეაჯამა და განიხილა სამოქალაქო განათლების ექსპერტმა - ნანა მარღანიამ.

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა. 

„მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგს ქალბატონ მადონა გოგიტიძეს საინტერესო და ეფექტური საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებისთვის! 
მადლობა მე-8 კლასის მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის!
მადლობა, კეთილი მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის სკოლის ადმინისტრაციას! (განსაკუთრებით, სკოლის დირექტორს - ქალბატონ ნანი ცივაძეს) სამოდელო გაკვეთილს ორგანიზება გაუწია აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ იამზე მემარნემ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება