სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის I ეტაპის გამარჯვებულია
09-12-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადახვა შეჯიბრებებში რთავენ. 

ამჯერად, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს. წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის I ეტაპის გამარჯვებულია.

ხელბურთის ტურნირი 6 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობდნენ. 

სკოლის ხელბურთელთა გუნდი, რომლის წევრები არიან: საბა მესხი, ლევან ელბაქიძე, ლუკა ქარსელაძე, გიგი ხეცურიანი, დავით თუთბერიძე, თომა ბენიძე, დავით ფანცხავა  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, რეგიონალურ თამაშების მეორე ეტაპზე გადავიდა.

„გილოცავთ ბიჭებო, ვულოცავთ სპორტის მასწავლებელ ტარიელ გველესიანს და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება