სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N119 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“ განხორციელდა
09-12-2022
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის განათლების მრავალფეროვანი მეთოდებითა და გზებით გადაცემას. სწავლა-სწავლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სკოლაში არაერთ საინტერესო პროექტი და აქტივობა ტარდება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლამ ინფორმაცია მოგვაწოდა პროექტის - „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევის“ განხორციელების შესახებ, რომელიც პედაგოგ ია სამხარაძის ხელმძრვანელობით ჩატარდა და რომლის ჩატარების მიზანი მოსწავლეებში, მასწავლებლებში, მშობლებში და თემში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.

„მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი,  რის შედეგადაც გამოიკვეთა პრობლემა და დაიწყო პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება. ჩატარდა ლექცია-სემინარი, რომელსაც უძღვებოდა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის   სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენელი მარიამ ხუციშვილი. შეხვედრის მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების გაცნობა მოსწავლეებისათვის. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მარიამმა მოსწავლეებს გადასცა რუკები და ბროშურები დაცული ტერიტორიების შესახებ. აჩვენა საინტერესო ვიდეოები და ფოტო ხაფანგის მიერ დაფიქსირებული კადრები. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო  კითხვებზე მიიღეს პასუხები.
                                                                                                                          
პროექტის - „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“ ფარგლებში მოხდა ვიდეოფილმების: „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ და „ძვირფასო მომავალო თაობა ბოდიში“ ჩვენება. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეები აღაფრთოვანა ფილმის გმირის, ელზიარ ბუფიეს მიერ ასიათასობით ხის დარგვამ უნაყოფო მიწაზე. მან საუკეთესო გზა იპოვნა ბედნიერებისთვის. მისმა გაშენებულმა ტყემ სიცოცხლე დაუბრუნა მთას. მისმა საქციელმა დააფიქრა ბავშვები: „თუ მხოლოდ ერთი კაცი, ერთი სხეული, ერთი სული იყო საკმარისი იმისთვის, რომ უდაბნო აღქმულ მიწად ქცეულიყო, ადამიანს შეიძლება მართლაც ჰქონდეს საოცარი დანიშნულება.“

ფილმის ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია, დაერგოთ  ერთი  ხე მაინც და თავიანთი წვლილი შეეტანათ ბუნების გაჯანსაღებაში. 

ფილმი „ბოდიში ძვირფასო მომავალო თაობა’’, ადამიანს ასწავლის, რომ ბუნებას გაფრთხილება სჭირდება, რადგან ბოდიში არ გვქონდეს მოსახდელი მომავალი თაობის წინაშე. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი: „როგორ შევამციროთ ჩვენი ეკონაკვალევი, პოსტერს დაატანეს სამოქმედო გეგმა. მათ გაითამაშეს სიტუაციის მოდელირება მდგრადობის კომპასზე და მდგრადი განვითარების მიზნები ოთხ მიმართულებაში: ბუნება, საზოგადოება, კეთილდღეობა და ეკონომიკა გაანაწილეს. დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები. რომელიც დაურიგდათ მასწავლებლებს, მშობლებს თემის წარმომადგენლებს. დახატეს და გამოფინეს სააქტო დარბაზში ნახატები.
გამოფენას ესწრებოდა გარემოსდაცვითი ინფორმაცის და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან ორველაშვილი. ის გაეცნო პროექტის მიზნებს, ამოცანებს, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, მდგრადი განვითარების მიზნების ხეს, მწვანე კალენდარს. გამოფენა დაათვალიერა: სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა. მოსწავლეთა ნაშრომებმა მათი მოწონება დაიმსახურა. მათ აღნიშნეს რომ აქამდე არ იცოდნენ მწვანე კალენდრის შესახებ და დაინტერესდნენ ამ დღეებით.

მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან დაამზადეს ახალი ნივთები, შეაგროვეს პლასტმასის ბოთლის სახურავები, რომელსაც გადასცემენ სოციალურ საწარმო „ტენეს“, სადაც ამზადებენ სადენებს და თან დააკვირდებიან პლასტმასის გადამუშავების  პროცესს.
მოსწავლეებს, მასწავლებლებს,  მშობლებს დაეხმარება  უკეთ გააცნობიერონ, შეიმეცნონ და გაიაზრონ ის, რაც ჩვენ გარემომცველ გარემოში, ეკონომიკასა და საზოგადოებაში ხდება და დღესვე იპოვონ პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალური გზები საზოგადოების ყველა წევრისა და გარემოს ინტერესების დაცვისა და ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით.

დიდი მადლობა პროექტში მონაწილე  მოსწავლეებს, მოწვეულ სტუმრებს, კოლეგებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია პედაგოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება