სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„21 მარტი არის ყველაზე გულწრფელი ადამიანების დღე“ - ფიქრობენ იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები
18-04-2018
-
+


,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავნილს იგოეთის საჯარო სკოლა შეუერთდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის I და II კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს თავისი წილი სითბო და სიყვარული მიუძღვნეს. 

პატარებმა მუყაოსგან ფერადი წინდები გამოჭრეს და კედლის გაზეთი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გააკეთეს. 

„21 მარტი არის ადამიანთა შორის ყველაზე უწყინარი, ყველაზე გულწრფელი, ყოველგვარი ბოროტების, ტყუილის, მტრობის მიღმა მდგარი, მხოლოდ სიყვარულის გასაცემად და მისაღებად მოვლენილი ხალხის დღე“,- ფიქრობენ სკოლის მოსწავლეები.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.   

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება