სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
18-04-2018
-
+


მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

დედა ენის კვირეულის ფარგლებში მათემატიკის კათედრამ, ნინო წაქაძის ხელმძღვანელობით, ქართულ ენას ღონისძიება - ,,ქართული ანბანი და მათემატიკა“ მიუძღვნა. ღონისძიების დევიზი იყო - ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“.

ღონისძიებაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მათ ქართული ანბანის თითოეული ასო-ბგერის რიცხვითი მნიშვნელობა უნდა გამოეცნოთ. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

კვირეულში ჩაერთვნენ საბუნებისმეტყველო კათედრის წარმომადგენლები, ნანა კოხრეიძის ხელმძღვანელობით. 

მოსწავლეებმა ანბანის რიგის მიხედვით გამოჩენილ მეცნიერებზე პრეზენტაცია გააკეთეს. 

კვირეული მოსწავლეებმა ქველმოქმედებით დაასრულეს. მოსწავლეთა ინიციატივით  მოსწავლეებმა „ჰუმანიტარული კავშირი ზესტაფონის კათარზისში“ მყოფ ბენეფიციალებს კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება