სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ
18-04-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი ირენა კუდლინსკა - უცხო ენების და გამოყენებითი ლინგვისტიკის სკოლის დირექტორი და სვეტლანა კაშუბა - ევროპული ინსტიტუტის პროფესორი ეწვივნენ.

სტუმრებს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა და მათ საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

სტუმრებმა რექტორს გააცნეს პოლონეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის სასწავლო სისტემა, პროგრამები, პროექტები და „ერასმუს+“-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზეს. განიხილეს ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო დიპლომების საკითხი. სასწავლო პროცესებში ურთიერთთანამშრომლობის პარალელურად, საუბარი შეეხო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პოლონეთის საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სტაჟირებას.

შეხვედრა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში გაგრძელდა. სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს პოლონეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურზე მოქმედი პროგრამები და პროექტები და იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ რომელი პროგრამა უფრო მიესადაგება სოხუმის უნივერსიტეტის სწავლების სტილს შემდგომი თანამშრომლობისთვის. დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება