სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს
18-04-2018
-
+


ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ლიპარტელიანი სკოლის აქტიური და წარმატებული მასწავლებელია. 

ის თავის გამოცდილებასა და ცოდნას საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნისთვის იყენებს. 

მასწავლებელი თავის ჩატარებულ აქტივობებს სხვა მასწავლებლებს უზიარებს: 

„იმისათვის, რომ მოსწავლეები პოზიტიურად განაწყოთ მათივე შესაძლებლობების მიმართაც, სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოწერონ რამდენიმე მიზანი, რის მიღწევასაც სასწავლო წლის განმავლობაში აპირებენ. ეცადეთ, ამ მიზნებს შორის რამდენიმე მაინც იყოს დაკავშირებული აკადემიურ პროგრესთან. მიზნები ფერად ფურცლებზე დაწერეთ და ვარსკვლავებად გამოჭერით, შემდეგ დაურიგეთ მოსწავლეებს ფერადი ფურცლები და გამოაჭრევინეთ ხელები, სადაც საკუთარ სახელს დაწერენ. ამ ხელებს ისინი კლასის კედელზე მიზნების ვარსკვლავების ქვეშ გააკრავენ. ასეთი ფერადი და მხიარული დეკორაცია არა მხოლოდ საკლასო ოთახს დაამშვენებს, არამედ მოსწავლეებს მუდმივად გაახსენებს, რას უნდა ესწრაფოდნენ“ - აღნიშნავს ფიქრია ლიპარტელიანი. 

ფიქრია ლიპარტელიანი მეხუთე კლასის დამრიგებელია. კლასში თავის მოსწავლეებთან ერთად მან ბულინგის წინააღმდეგ კვირეული დაიწყო. მისი თქმით, მის სადამრგებლო კლასში ბულინგის გარკვეული ნიშნები შეინიშნებოდა. 

„კვირეულის ძირითადი სლოგანია იყო „ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ადამიანების თვითშეგნების ამაღლებას და მათ ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას“.  ტოლერანტობა მშვიდობიანი და ჰარმონიული ცხოვრების აუცილებლობაა. კვირეულის ფარგლებში ფილმი „საოცრება“ ვაჩვენე ბავშვებს, რომლის შემდეგაც მცირე განხილვა გვქონდა“ - ამბობს მასწავლებელი. 

ასევე აღსანიშნავია მის მიერ შემუშავებული კლასის კოდექსი, რომელიც მოსწავლეებთან ერთად შექმნა. 

„წესები ფურცელზე ჩამოვწერეთ და კლასში გავაკარით, რათა ყველას ენახა. კოდექსი მშობლებსაც გავაცნით, რათა უკეთ გაეთავისებინათ მოსწავლეებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს დაეცვათ შემუშავებული წესები შევიმუშავეთ „ცოდნისა და წესიერების მწვერვალი“. დიდ ფორმატზე დავხატეთ მწვერვალი, ჰორიზონტალურად დავყავით ხუთ სარტყელად (კვირის ხუთი სასწავლო დღე), ჯიბაკებში ვერტიკალურად მწვერვალისაკენ ვახდენდით  იმ მოსწავლეების გადაადგილებას, რომლებიც იმ დღეს თავს გამოიჩენდნენ სწავლასა და წესების დაცვაში. ყოველ პარასკევს მწვერვალზე ასული მოსწავლე სახელდებოდა კვირის ლიდერად“ - აღნიშნავს ის. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება