სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე მუზეუმში აღნიშნეს
18-04-2018
-
+


ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მილედი კობალაძის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუზეუმის თანამშრომელმა იზო დუმბაძემ უძველესი დამწერლობის წარმოშობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და მოსწავლებს უამბო თუ რა გზა გამოიარა ქართულმა დაწერლობამ დღემდე.

იზო დუმბაძემ მნიშვნელოვანი ფაქტიც აღნიშნა, რომ იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის სადიდებელი ლექსები და დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება