| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ისაუბრა პროექტზე „შეფასება განვითარებისთვის“, რომელიც ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმშია და რომელიც მე-4-მე-6 კლასებში ტარდება, თუმცა იგეგმება, რომ ეს ტესტირება სკოლებში საბოლოოდ დამკვიდრდეს.
გორგოძემ განმარტა, რომ „შეფასება განვითარებისთვის“ არის პროექტი, რომელიც დაეხმარება სკოლებს, გააუმჯობესონ სწავლა-სწავლების ხარისხი: „აქამდე არსებული ტესტები ორიენტირებული იყო, გვენახა მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი, ამ ტიპის შეფასება კი იმისთვისაა, აღმოვაჩინოთ რა უჭირს ბავშვს და დავეხმაროთ, გააუმჯობესოს მოსწრება“
„ნაეკის“ ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს სრულად ელექტრონულად და მთავარია, „იმდენმა მოსწავლემ შეძლოს შესვლა პლატფორმაში, რამდენიცაა ვთქვათ მეოთხე კლასში;
კიდევ ერთი გამოწვევა ისაა, სკოლებმა ირწმუნონ - ეს პროექტი არის იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ და არა იმისთვის, რომ თუ ცუდი შედეგები იქნება, ამას რაიმე ცუდი მოჰყვება. „შეფასება განვითარებისთის“ უნდა იქცეს სკოლებისა და მასწავლებლების პროექტად; ახლა ვაპირებთ კიდევ ერთ საპილოტე ტესტირებას, რომელიც ჩატარდება თებერვალში. ვისაც აქვს სურვილი, შუძლია მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ამისთვის უნდა შეძლონ ტესტირების ტექნიკური უზრუნველყოფა სკოლებში, რასაც დირექტორების მხრიდან რესურსის მობილიზება სჭირდება... ამ პილოტის შემდეგ უკვე შევძლებთ ვთქვათ, როდიდან დავნერგავთ პროექტს სკოლებში, რომელშიც სასურველია ჩაერთონ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება