სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღის შესახებ ბროშურები დაარიგეს
17-04-2018
-
+


თაბაგრაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის - ,,ქართულ ქართველთ რწმენაა“ წევრებმა დედა ენის დღე აქციით აღნიშნეს. 

წრის წევრმა მოსწავლეებმა 14 აპრილის მნიშვნელობასა და დედა ენის დღის დაწესების ისტორიაზე სამახსოვრო ბროშურები დაბეჭდეს და ჭიათურის ქუჩებში დაარიგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქციაში ხალისით ჩაერთვნენ. 

„თითოეული მოსწავლე ხალისით აჩერებდა გამვლელს, სახელმწიფო ენის დღეს ულოცავდა და სამახსოვრო ბუკლეტს გადასცემდა. საოცარი სიამაყე და სითბო იღვრებოდა მოსწავლეების თვალებიდან, მოქალაქეები  კი უდიდესი სიხარულითა და ღიმილიანი გამომეტყველებით ხვდებოდნენ მათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

14 აპრილს საქართველოშ „დედაენის დღე“ აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება