სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ტრადიციულად მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
17-11-2022
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ამოცანაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც პირნათლად ასრულებს. 

სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ტრადიციულად მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

„ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას“... „ტოლერანტობა არამარტო მორალური მოვალეობაა არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა“,- ეს იყო მოსწავლეთა საგანმანათლებლო ღონისძიების მთავარი გზავნილი. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მსოფლიოს ტოლერანტი ადამიანების მოღვაწეობის შესახებ, როგორებიც არიან მაგალითად: დედა ტერეზა, მაჰათმა განდი, ალბერტ შვაიცერი, მარტინ ლუთერ კინგი, დესმონდ ტუტუ და ა.შ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეშვიდეკლასელებმა ნახეს ვიდეორგოლი გენდერული თანასწორობის შესახებ - საქართველოში ცნობილი მოღვაწეების - სერგეი მესხის, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილებიდან ამონარიდებით.

მე-7 კლასის მოსწავლის - ანასტასია ფუტკარაძის წარმოდგენილი პრეზენტაციით კი გაეცნენ მსოფლიო გამოგონებებს, რომელთა ავტორებიც ქალები არიან.

საინტერესოდ წარიმართა როლური თამაში - „ტურისტები“, სადაც მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოირგეს უცხოელი და ადგილობრივი მოსახლეობის როლი და ერთმანეთს გაუზიარეს „მათი“ კულტურა და ტრადიციები, შეჯერდნენ, რომ კულტურათა პატივისცემა მშვიდობისა და თანასწორობის გარანტია.

დასასრულს კი,ღონისძიების წამყვანმა მე-11 კლასის მოსწავლე ნათია ქაროსანიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა განსხვავებულია და ადამიანის ღირსება და პატივისცემა აუცილებელია თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება