სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას  საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
17-11-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია - „იაკობ გოგებაშვილი - ბურჯი ეროვნებისა“ წარადგინეს. მესამეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს.

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მცირე ბიოგრაფიული მონახაზი მოამზადეს, ხაზი გაუსვეს მის ღვაწლს ქართველი ერისადმი განმანათლებლურ საქმიანობას.

პრეზენტაციას დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე ესწრებოდნენ.

დასასრულს, გიორგი გაგნიძე სიტყვით გამოვიდა და ბავშვებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რაოდენ მნიშვნელოვანია უკეთ გავეცნოთ დედაენის შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პრეზენტაციების მომზადებას და გაზიარებას" - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი, ელზა რაისიანი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება